ცინიზმია, რომ რუსთავი 2 წარმოვადგინოთ თავისუფალი სიტყვის დამცველად. რუსთავი 2 მთელი წლების განმავლობაში იყო სიტყვის თავისუფლების შემზღუდველი, სიცრუის გამავრცელებელი და მანიპულატორი ტელევიზია. ცხადია, ეს არ ეხება ჟურნალისტების დიდ კორპუსს, ეს ეხება სარედაქციო პოლიტიკას და ხელმძღვანელობას. გუშინდელმა ჩანაწერებმაც დაადასტურა, რომ ეს ყველაფერი არის ერთმანეთთან დაკავშირებული. ამ საქმის პოლიტიზირება მიზნად ისახავს ქაოსის შექმნას ქვეყანაში, ილუზიების შექმნას, რომ ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირებაა. ყველა, ვინც ამ თამაშში ერთვება, თამაშობს ნაციონალური მოძრაობის და მიხეილ სააკაშვილის თამაშს. ეს დამთავრდება მათთვის ძალიან სავალალოდ, პოლიტიკურად სავალალოდ.
tbl.ge/ert
დაკოპირდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ჟორჟოლიანი რუსთავი 2-ის საქმეზე.
ამავე თემაზე
- დვალი-აქიმიძის სარჩელი არც სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა
- მელაძე: სასამართლომ რუსთავი 2-დან ჩემი გათავისუფლება უკანონოდ ცნო, ბრძანება გააუქმა
- დვალი: იმ არგუმენტაციამ, რაც მოსამართლემ მოიყვანა, აბსოლუტურად გაოგნებული დაგვტოვა
- რუსთავი 2-ის საქმეზე ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელი არ დაკმაყოფილდა
- დავით დვალი R2-ზე: საქმეს აუცილებლად მივყვებით ბოლომდე




