რუსთავი 2-ის საქმე

პრემიერი: როგორ შეიძლება, მოსამართლეს მოუწოდო, როგორი გადაწყვეტილება მიიღოს?

მე მინდა, ასევე ყველას მოვუწოდო, პოლიტიკოსებს, ყველას, პრეზიდენტს, პარლამენტს, მთავრობას, რომ სასამართლოსთან მიმართებით, ძალიან გთხოვთ, ყველანი ვიყოთ კორექტულები. მე შეიძლება, როდესმე დამიშვია შეცდომები და ემოციურად, ესე ვთქვათ, მითქვამს რაიმე ამა თუ იმ სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ეს ძირითადად ეხებოდა უფრო კრიმინალურ საქმეებს. როგორ შეიძლება, მოსამართლეს მოუწოდო, როგორი გადაწყვეტილება მიიღოს? ეს არ არის ჩვენი საქმე, მეგობრებო. ეს არის დამოუკიდებელი ობიექტური სასამართლოს საქმე და მოსამართლის გადაწყვეტილება. ჩვენ კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ, რომ მზად ვართ, უზრუნველვყოთ აბსოლუტურად თავისუფალი გარემო ყველასთვის, ყველა ძალისთვის, იქნება ეს ნაციონალური მოძრაობა თუ სხვა ნებისმიერი, მაგრამ კანონი უნდა იყოს ყველასთვის თანაბარი და ყველანი უნდა ვიყოთ თანაბარნი კანონის წინაშე.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

კომენტარები