ივანიშვილი: Gazprom ტაბულას თემაა და საოცარი აჟიოტაჟის შექმნასაც ახერხებენ

გაზპრომი - ეს მილი ისედაც დიდი ხანია გადის საქართველოში და ამასთან დაკავშირებით არაფერი ახალი არ ხდება. თქვენ ვინ ბრძანდებით, მაინტერესებს? ტაბულა, ნუ, გასაგებია ეს ყველაფერი, მაგრამ თქვენ უფლება გაქვთ, არ იფიქროთ, რომ როდესაც მე ესეთ აქცენტებს ვაკეთებ, თქვენ ამით არავითარი ზედმეტი ზეწოლა არ იგრძნოთ. გასაგებია, რომ ეს ტაბულას თემაა, ტაბულას უნდა ამისგან შექმნას საოცარი აჟიოტაჟი და ახერხებენ კიდეც, ამ დროს არაფერი ახალი არ ხდება. ეს მილი გადის დიდი ხანია ჩვენს ტერიტორიაზე, დიდი ხანია, სომხეთს მიეწოდება გაზი, ამ მილის გავლით, ჩვენ ამაში ვიღებთ გარკვეულ გადასახადს და რუსული გაზის ნაწილიც, გადასახადის სახით, როგორც მე ვიცი, ჩვენ ამას ვიყენებთ

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი Gazprom-თან მოლაპარაკებებზე.

კომენტარები