რუსთავი 2-ის ადვოკატებმა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. ისინი იმ მუხლების გაუქმებას ითხოვენ, რომლებიც დაუყოვნებლივ აღსრულებას ითვალისწინებს.
როგორც ტელეკომპანიის იურისტები ფიქრობენ, საპროცესო კოდექსის აღნიშნული მუხლები წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის მუხლებთან, რის გამოც მათ არ ეძლევათ საშუალება, კონსტიტუციურად მინიჭებული სამართლიანი სასამართლოს უფლებით ისარგებლონ.
"იმის გათვალისიწინებით, რომ არსებობს რეალური საფრთხე საქალაქო სასამართლოს მიერ რუსთავი 2-ის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების გამოტანის, საპროცესო კოდექსის მუხლების წინააღმდეგობა კონსტიტუციის მუხლებთან არ მოგვცემს საშუალებას, სრულფასოვნად განვახორციელოთ ჩვენთვის კონსტიტუციით მონიჭებული სამართლიანი საასმართლოს უფლება,"- თქვა რუსთავი 2-ის იურისტმა.





