თბილისის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება

დედაქალაქის რამდენიმე უბანს (ჯამში, 3 514 აბონენტს) დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. თელასის ცნობით, კრწანისის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: პუშკინის, კოტე აბხაზის, ალექსანდრე დიუმას, გორგასლის, კალანდაძის, მარტვილის და კრწანისის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში, 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: მეტრო დიდუბის მიმდებარე ტერიტორიის, ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ფარეხის, თორნიკე ერისთავის, მექანიზაციის, აწყურის, ღრმაღელის, ზედამზის, ლაითურის, გორდის და კლდეკარის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონში, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: მუხიანის აგარაკების, სოფელი გლდანის, გრიგოლ ხანძთელის, ანდრონიკაშვილის, ულიანოვის, სხვიტორის, ზაჰესის, რევოლუციის, ბარისახოს, ტრაპაიძის, უწერის, ვარდოვანის, ხეჩუაშვილის, ყუშიტაშვილის და ჭრებალოს ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III მიკრორაიონის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, სულხან ცინცაძის და პეტრე იბერის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და ნინო რამიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ქიზიყის, პოლიციის, ენუქიძის, გრიგოლ ლორთქიფანიძის და მებაღეობის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის, შორაპნის, სპანდარინის, შირაქის და ცუცხვათის ქუჩების მცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები