მესტიაში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისის ნაცვლად ადგილობრივი გამგეობის კულტურის სახლის შენობა შეღებეს. რუსთავი 2-ის ცნობით, შენობაში, რომელსაც ენმ-ის შეურაცხმყოფელი ფრაზები დააწერეს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შტაბი ბოლო სამი წლის განმავლობაში აღარ არის.
ცნობისთვის, ბოლო რამდენიმე დღეა, ნაციონალური მოძრაობის რეგიონულ ოფისებს ღებავენ. ასევე, კვერცხებს და ცოცხებს ესვრიან.





