რუსთავი 2-ის საქმე

პრეზიდენტი რუსთავი 2-ზე: თბილისში დაბრუნების შემდეგ უფრო აქტიურად ჩავერთვები

მე მუდმივი კავშირი მაქვს თბილისთან, მუდმივად ვადევნებ თვალყურს იმას, რაც მიმდინარეობს თბილისში, ამას გავაგრძელებ თბილისში დაბრუნების შემდეგაც. ჩვენი სახელმწიფოებრიობა დგას ქართული მედიის მრავალფეროვნებაზე, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და გასათვალისწინებელია ის ფონი, რომელშიც ჩვენ ახლა პოლიტიკურად ვიმყოფებით. ჩვენ ახლა ორიენტირებულები ვართ ევროპულ ღირებულებებზე, ევროპული ტიპის საზოგადოების და პოლიტიკური სისტემის აშენებაზე. ამ ფონზე მედიის მრავალფეროვნება, განსაკუთრებით იმ პროცესში, როდესაც ჩვენ რეალურად შევდივართ საარჩევნო წელიწადში, არის უმნიშვნელოვანესი. საქართველოში დაბრუნების შემდეგ კიდევ უფრო აქტიურად ჩავერთვები ჩემს კოლეგებთან ერთად ამ საკითხის [რუსთავი 2-ის საქმის] განხილვაში.

უთხრა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს ისრაელში, რუსთავი 2-ის შესახებ.

კომენტარები