კანადაში ოპოზიციურმა ლიბერალურმა პარტიამ საყოველთაო არჩევნებში გაიმარჯვა. პარტიამ ოტავის ფედერალურ პარლამენტში მანდატების უმრავლესობა მოიპოვა.
ლიბერალური პარტიის ლიდერი, ჯასტინ ტრიუდო შეცვლის პრემიერმინისტრ სტივენ ჰარპერს, რომელიც ამ პოსტზე 9 წლის განმავლობაში იმყოფებოდა.
„კანადელმა ხალხმა მკაფიოდ განაცხადა, რომ დროა ცვლილებებისთვის“, - თქვა ტრიუდომ ოტავაში მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას.
სტივენ ჰარპერის თქმით, მან უკვე მიულოცა ტრიუდოს გამარჯვება.
„კანადელმა ხალხმა ლიბერალური მთავრობა აირჩია, რასაც ჩვენ ყოველგვარი ყოყმანის გარეშე მივიღებთ“, - თქვა ჰარპერმა.
სავარაუდოდ, სტივენ ჰარპერი კონსერვატორიული პარტიის ლიდერის პოსტს დატოვებს, თუმცა დარჩება პარლამენტში, როგორც კანონმდებელი.
კანადა
კანადის საპარლამენტო არჩევნებში ლიბერალურმა პარტიამ გაიმარჯვა

REUTERS




