თბილისის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება

თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. თელასის ცნობით, გეგმური სამუშაოების გამო 11:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III მიკრორაიონის, ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის, ყაზბეგის გამზირის, ნუცუბიძის, დელისის, გაგარინის, მიცკევიჩის, ტაშკენტის, ცაგარელის და შმიდტის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I მიკრორაიონის, აეროდრომის დასახლების, მხარგრძელის, ნაკაშიძის და ჯავახეთის ქუჩების მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის და სადგურის ქუჩის მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის, სოფელ ახალდაბის, ილია ჭავჭავაძის გამზირის, კავსაძის, ფალიაშვილის და იმედაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის "ა", I მიკრორაიონების და ხიზანიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნინოშვილის და კონსტიტუციის ქუჩების მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვერეს აღმართის, საქანელას, ჯავახიშვილის და ელბაქიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება", - ნათქვამია განცხადებაში. 

კომენტარები