ბელარუსის არჩევნები

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნებს აპროტესტებენ

პროტესტი ბელორუსიაში
news.pn

საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ მინსკის ცენტრალურ გამზირზე ოპოზიციის რამდენიმე ასეული აქტივისტი შეიკრიბა. დემონსტრანტები საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს - ალექსანდრ ლუკაშენკოს 83 ნახევარი პროცენტით გამარჯვებას აპროტესტებენ.

დემონსტრანტები მშვიდობიან საპროტესტო გამოსვლას განაგრძობენ. ოპოზიციის აქტივისტები, ბანერებით „ლუკაშენკო დიქტატორია“, აცხადებენ, რომ არჩევნები არასამართლიანად ჩატარდა.

„არჩევნების გაყალბებულ შედეგებს ვაპროტესტებთ. ჩვენ ამის კონსტიტუციური უფლება გვაქვს“, - ამბობს ადამიანთა უფლებების აქტივისტი მარია კასიანი.

ბელარუსის არჩევნებს აკრიტიკებს ეუთოს ხელმძღვანელი - კენტ ჰასტედი. იგი აცხადებს, რომ ბელარუსს ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი დემოკრატიის მხრივ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისთვის. ჰასტედმა განსაკუთრებული იმედგაცრუება გამოხატა ამომრჩეველთა ხმების დათვლის და არჩევნების შედეგების შეჯამების დროს შემჩნეული ნაკლოვანებების გამო.

ლუკაშენკოს ღიად აკრიტიკებს ლიტერატურაში ნობელის პრემიის ახალი ლაურეატი - სვეტლანა ალექსიევიჩი და აცხადებს, რომ მისი რეჟიმი არადემოკრატიულია, ხოლო თავად პრეზიდენტი ნდობას არ იმსახურებს.

ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებით ალექსანდრ ლუკაშენკო მე-5 ვადით, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში დაიკავებს ქვეყნის პრეზიდენტის პოსტს.

 

კომენტარები