გაზმომარაგება

თბილისის რამდენიმე ქუჩას დღეს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება

თბილისის რამდენიმე ქუჩას დღეს გაზმომარაგება დროებით შეეზღუდება. ყაზტრანსგაზ-თბილისის ცნობით, სანზონაში გეგმური რევიზია პროფილაქტიკის მიზნით, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე გაზმომარაგება შეუწყდება გურამიშვილის გამზირის 30-1, 30-2, 34, ერწოს ქუჩის 3, 3ა, 4, 6, 4-1, 4-2, 4-3, 4-4, ხევისუბნის ქუჩის 12-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსებისა და ხევისუბნის ქუჩის კერძო სექტორის მოსახლეობას, ასევე აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ კომერციულ ობიექტებს (800-მდე აბონენტი).

სამგორის რაიონში, ლილოს დასახლების 1 კვარტლის მე-14 კორპუსთან მდებარე გაზგამანაწილებელი პუნქტი #67-ის გეგმიური რევიზია-პროფილაქტიკის მიზნით, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, გაზმომარაგება შეუწყდება ლილოს დასახლების I კვარტალში 1, 2ბ, 3, 11, 12, 13, 14, საცხოვრებელი კორპუსებისა და ლილოში – მეფრინველეობის ქუჩის კერძო სექტორის მოსახლეობას, ასევე აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ კომერციულ ობიექტებს (900 აბონენტი)

ყაზტრანსგაზ-თბილისის ინფორმაციით, გაზმომარაგება აღდგება სამუშაოს დასრულებისთანავე. 

კომენტარები