NATO-საქართველო

სტოლტენბერგი საქართველოზე: გვჭირდება მეტი პროგრესი რეფორმების კუთხით

იენს სტოლტენბერგი
NATO
ბრიუსელში NATO-საქართველოს კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს მიღწევებზე ისაუბრა, თუმცა, ისიც აღნიშნა, რომ ქვეყანას კვლავ ბევრი აქვს გასაკეთებელი და საჭიროა მეტი პროგრესი რეფორმების კუთხით.
 
"მაგრამ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ჩვენ გვჭირდება მეტი პროგრესი რეფორმების კუთხით. განსაკუთრებით, კანონის უზენაესობისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის მხრივ. ევროატლანტიკურ მისწრაფებებში NATO საქართველოს გვერდში დგას. საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში პატივი უნდა სცენ. კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს, გააუქმოს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარება. რუსეთი ვერ შეცვლის საერთაშორისო კანონმდებლობის რეალობას. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ნაწილებია", - თქვა სტოლტენბერგმა.
 

კომენტარები