რუსთავი 2-ის საქმე

ლორთქიფანიძე: ენმ-ს არ აქვს მათი და ჩემი შემთხვევების შედარების უფლება

ის, რაც მოხდა 8 თებერვალს, ის იყო ეგზალტირებული მასის დიდი ნაწილი, სადაც მოხდა შეხლა-შემოხლა. მაპატიეთ ახლა, თუ ქალბატონ ჩიორასთან თუ სხვებთან მიმართებაში იყო ძალადობა. ჩვენ დაგვავიწყდა, რომ ეს ადამიანები არიან იმ რეჟიმის წარმომადგენლები, რომლებიც შესაძლოა ქუჩაშიც ვერ დადიოდნენ ისე, როგორც ეკადრება საქართველოს მოქალაქეს. ამ ბოლო დროს ძალიან წამოიჩიტნენ, ძალიან ყელყელაობენ და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს არის ჩვენი ხელისუფლების ბრალი, რადგან ჩვენ მაქსიმალურად სწრაფად ვერ მოვახდინეთ სამართლიანობის აღდგენა. ამ ადამიანებს არ აქვთ მორალური უფლება, რომ მათი შემთხვევები და ჩემი შემთხვევა ერთმანეთს შევადაროთ. ეს მარტივი გასაგებია. ნაციონალური მოძრაობისგან განსხვავებით არ ვერევით სასამართლოს და პროკურატურის საქმიანობაში და რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ ან პროკურატურამ მათ თუ ჩემს შემთხვევაში, მისი პრეროგატივაა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ლორთქიფანიძე რუსთავი ორის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულთათვის აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის შეფარდებაზე. ცნობისთვის, სამი პირი სწორედ მისი ფიზიკური შეურაცხყოფის ბრალდებით დააკავეს. კომენტარს ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

კომენტარები