ვადამდელი არჩევნები

რატიანი: ვადამდელი არჩევნები ერთადერთი გამოსავალია

მთავრობის პოლიტიკამ გამოიწვია ქვეყანაში პოლიტიკური, ეკონომიკური, ინსტიტუციური კრიზისი. მთავრობის რეპუტაცია საერთაშორისო ასპარეზზე უტოლდება ნულს. ბოლოს ის დაემუქრა სიტყვის თავისუფლებას, როდესაც მედიაზე, კერძოდ რუსთავი 2-ზე მიიტანა ფართომასშტაბიანი იერიში. შესაბამისად, ერთადერთი გამოსავალი იმისათვის, რომ ლეგიტიმურობა დაუბრუნდეს ამ ხელისუფლებას (ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ლეგიტიმურობა დაკარგულია), არის ხალხის არჩევანი. ჩვენ ვთავაზობთ ხელისუფლებას, რომ გადადგეს მთავრობა, ასევე დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმიტომ, რომ ეს არის ერთადერთი გამოსავალი, რომ ხალხმა განსაჯოს, თუ ვინ შეიძლება იყოს მისი მთავრობა. თუ ქართულ ოცნებას მიაჩნია, რომ ქვეყანაში ყველაფერი მიდის კარგად, ამის გასასინჯად საუკეთესო საშუალება არის არჩევნები, ვადამდელი არჩევნები.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი სერგო რატიანი.

კომენტარები