დღეს, თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება

დაგეგმილი სამუშაოების გამო, დღეს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. თელასის ცნობით, კრწანისის რაიონში, 10:00-დან 16:00-მდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება ორთაჭალის, წინანაურის და კრწანისის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, 11:00-დან 17:00-მდე ელექტრომომარაგება შეეზღუდება ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას II კვარტლის, გამსახურდიას II კვარტლის, იოსებიძის და ხვიჩიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში, 11:00-დან 16:00-მდე დენი არ ექნება აკაკი წერეთლის გამზირის, ლუბლიანას, ბელიაშვილის, მირცხულავას, აგლაძის და წყალტუბოს ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში, 11:00-დან 17:00-მდე შეზღუდვა შეეხება: მელიქიშვილის, ქუჩიშვილის, როდენის და ღამბაშიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონში, გეგმიური სამუშაოების გამო, 11:00-დან 17:00-მდე შეზღუდვა შეეხება ქეთევან წამებულის გამზირის, აეროდრომის დასახლების, წულუკიძის, შანდორ პეტეფის, ბოროდინის, სართიჭალის, იზაშვილის და ხერხეულიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში, 10:00-დან 18:00-მდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება თავისუფლების მოედნის და ლეონიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში, 11:00-დან 14:00-მდე შეზღუდვა შეეხება ზარზმის და იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში, 10:00-დან 18:00-მდე ელექტროენერგია არ ექნება ვარკეთილის მასივის VI, VII, VIII, IX კვარტლების, ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს, კახეთის გზატკეცილის, შუამთის, კალოუბნის და ჯავახეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები