თბილისის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება

თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. დაგეგმილი სამუშაოების გამო, საბურთალოს რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ქოშიგორის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის დასახლების, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, აღმაშენებლის ხეივნის, სამხედრო გზატკეცილის, ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, პეკინის გამზირის, კოსტავას და ჯორჯ ბალანჩივაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: 9 აპრილის ბაღის, ჭოველიძის, ბარნოვის, გოგებაშვილის, ბელინსკის, კერესელიძის, ხოშტარიას, ზანდუკელის, გუნიას და სანაპიროს ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების III მიკრორაიონის III და V კვარტლების, გია რომელაშვილის და დავით ნიშნიანიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: მნათობის, ჩეჩელაშვილის, ლარეხის, ართვინის, ხუდადოვის და მახათის ქუჩების მცხოვრებლებს;

დიდუბის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის და სტანისლავსკის ქუჩის მცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I და VI კვარტლების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 IV და X კვარტლების, კახეთის გზატკეცილის, ქაიროს, ჯავახეთის, კალოუბნის, თვალჭრელიძის, შუამთის, თრიალეთის, ედიდის, საცხენისის ქუჩების მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: პუშკინის, ლესელიძის, დადიანის, აბესაძის, ლერმონტოვის, კოტე აბხაზის, კუფტინის, საიათნოვას, ბერიძის, ხანძთელის და ანტონ კათალიკოსის ქუჩების მცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები