უმრავლესობის ლიდერი

კვაჭანტირაძე: პრემიერისგან მივიღე შემოთავაზება უმრავლესობის ლიდერის პოსტზე

cp.ge

დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე ადასტურებს, რომ საპარლამენტო უმრავლსობის ლიდერის თანამდებობაზე შეთავაზება პრემიერისგან მიიღო. კვაჭანტირაძის ინფორმაციით, ამ საკითხის განხილვა ირაკლი ღარიბაშვილის გაეროში ვიზიტის დასრულების შემდეგ, პარტიის პოლისტაბჭოს სხდომაზე მოხდება. კვაჭანტირაძე იმედოვნებს, რომ მის კანდიდატურას დეპუტატები მხარს დაუჭერენ.

"ნამდვილად შემიძლია დავადასტურო, რომ შემოთავაზება დავიკავო საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პოსტი, რამდენიმე ხნის წინ მივიღე კოალიციის ლიდერის, პრემიერ-მინისტრისგან და გუშინწინ საბოლოოდ მოხდა ამ საკითხის შეთანხმება ჩვენს შორის. გადაწყდა, რომ პრემიერ-მინისტრი ჩემს კანდიდატურას წარადგენს უახლოესი პოლიტსაბჭოს სხდომაზე. ამისთვის საჭიროა, რომ პრემეირ-მინისტრი დაბრუნდეს მივლინებიდან, აშშ-დან და კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომაზე ეს საკითხი იქნება წარდგენილი და განხილული. მე იმედი მაქვს, რომ მივიღებ მხარდაჭერას ჩემი თანამებრძოლების მხრიდან" - ამბობს კვაჭანტირაძე.

უმრავლესობის ლიდერის თანამდებობა აქამდე დავით საგანელიძეს ეკავა, თუმცა პრემიერმა საგანელიძე სახელმწიფოს კუთვნილი უმსხვილესი საინვესტიცო ფონდის, საპარტნიორო ფონდის თანამდებობაზე წარადგინა, რის შემდეგაც უმრავლესობის ლიდერის პოზიცია ვაკანტური გახდა.

კომენტარები