ლარის კურსი

აბაშიშვილი ლარზე: მივესალმებით ერთობლივ ქმედებებსა და პასუხისმგებლობას

გიორგი აბაშიშვილი
პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიესალმება საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის შეხვედრას, რომელიც ეროვნული ვალუტის დასტაბილურების საკითხზე გაიმართა.

ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის გიორგი აბაშიშვილის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულმა ბანკმა საქართველოს მთავრობასთან ერთად აიღო პასუხისმგებლობა ქვეყანაში ვალუტის კურსის შემდგომ ცვლილებასთან დაკავშირებით.

აბაშიშვილის მოსაზრებით, ყველა ტიპის პოლიტიკა, რომელიც ხელისუფლების მხრიდან მომავალში განხორციელდება, უნდა ემყარებოდეს ერთობლივ გადაწყვეტილებებს.

"ჩვენ ვნახეთ შეხვედრა და შეხვედრის შემდგომი განცხადებები, სადაც საუბარი იყო ერთობლივი ქმედებების დაგეგმვაზე. ყოველთვის, როცა ერთობლივ ქმედებებზე და პასუხისმგებლობაზეა საუბარი, ჩვენ ამ პოლიტიკას მივესალმებით", - აღნიშნა აბაშიშვილმა.

კომენტარები