ელექტროენერგიის შეზღუდვა

თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება

დაგეგმილი სამუშაოების გამო, თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. თელასის ინფორმაციით, მთაწმინდის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კუფტინის, აბესაძის, ლერმონტოვის, ხანძთელის, საიათნოვას, ბერიძის, ანტონ კათალიკოსის და კოტე აფხაზის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება აბაშიძის, ფალიაშვილის, არაყიშვილის და თაქთაქიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VIII მიკრორაიონის მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I, II, IVბ მიკრორაონების, მუხიანის დასახლების და გობრონიძის ქუჩის მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის IV შესახვევის, გრიშაშვილის, ნაკაშიძის, ბერძნის, ლორთქიფანიძის, ბექა-ოპიზარის, დეკაბრისტების, საბანიძის, წალკის, ქუმსიაშვილის, ცურტაველის, თელეთის და გიორგი მერჩულეს ქუჩების მცხოვრებლებლებს.

ნაძალადევის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების III მიკრორაიონის IV კვარტლის, ავჭალის სამხედრო დასახლების, ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ზღვისუბნის IIა მიკრორაიონის, ლაგურაშვილის, ფილიას, სამღერეთის, ინტერნატის, თიგიშვილის, ნოსტეს, ზაქარაიას, ჩოდრიშვილის და კაჭრეთის ქუჩების მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდუბის დასახლების, ბენდელიანის ზემო დასახლების, თორნიკე ერისთავის, მექანიზაციის, ზეკარის, სვირის, დარკვეთის, ლისაშვილის, მირზაანის, წერონისის, ასურეთის, სანავარდოს, სანერგეს, ჟღენტის, თოდრიას, გეგუთის, კიშინიოვის, მაჩხაანის და ლუბოვსკის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას II, III კვარტლების, ნუცუბიძის, მარგიანის და გამრეკელის ქუჩების მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის, პეკინის გამზირის, ბუდაპეშტის, გამრეკელის და ნუცუბიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბახტრიონის, საბურთალოს, სულხან ცინცაძის და სიმონ ჩიქოვანის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლუბლიანას, ტერევერკოს, გუდაუთის და სამტრედიის ქუჩების მცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება", - აცხადებს თელასი.

კომენტარები