გიგი უგულავას საქმე

რატიანი: პრეზიდენტი უნდა დაფიქრდეს ქვეყნის მომავალზე

news.ge

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, სერგო რატიანის აზრით, პრეზიდენტს აქვს შანსი თვითონ შეაფასოს მოცემული ვითარება გადაწყვიტოს როგორ უნდა მოიქცეს, რადგან ის არის კონსტიტუციის გარანტი. ასე უპასუხა რატიანმა ჟურნალისტების კითხვას მიმართავენ თუ არა თბილისის ყოფილი მერის თანაგუნდელები პრეზიდენტს გიგი უგულავას შეწყალების თხოვნით.

"კონსტიტუცია დაირღვა, გიგი უგულავა არის უკანონო პატიმარი, ის ერთი დღეც არ გააჩერეს, დაიჭირეს. შესაბამისად პრეზიდენტი უნდა დაფიქრდეს ქვეყნის მომავალზე და საკუთარ პოლიტიკურ მომავალზე" - თქვა რატიანმა.

კომენტარები