გიგი უგულავას საქმე

გიგი უგულავა: ახლა მივდივარ დასასვენებლად, იძულებით სამეცნიერო მივლინებაში

თბილისის ყოფილი მერის განცხადებით, ახლა მიდის დასასვენებლად, იძულებით სამეცნიერო მივლინებაში.

ეს განცხადება გიგი უგულავამ თბილისის საქალაქო სასამართლოს დერეფანში, რუსთავი 2-თან საუბრისას გააკეთა. დედაქალაქის მერმა ჟურნალისტს ჰკითხა რამდენ წლიანი პატიმრობა შეეფარდა.

"რამდენი განმესაზღვრა? მაგდენი ხანი ივანიშვილი იარსებებს ამ ქვეყანაში? დავიღალე ეხლა და წავალ, დავისვენებ. ვერ დავისვენე ერთი წუთიც, ახლა მივდივარ დასასვენებლად, იძულებით სამეცნიერო მივლინებაში" - განაცხადა უგულავამ.

თბილსერვისის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის ყოფილ მერის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. გიგი უგულავას 9 წლიანი პატიმრობა შეეფარდა, თუმცა ამნისტირების შემდეგ საბოლოო პატიმრობად 4 წელი და 6 თვე შეეფარდა. რაც შეეხება რიყის ტერიტორიას, ამ საქმეზე გიგი უგულავა და დავით კეზერაშვილი სასამართლომ გაამართლა და პატიმრობა გააუქმა.

კომენტარები