წულუკიანი ნოტარიუსებზე: რაკი არ გვესმის შეთანხმება, შემოვა კანონით ვალდებულება

იმ ზეპირმა შეთანხმებებმა, რაც მე მქონდა ხოლმე ახალბედა ნოტარიუსებთან, წასულიყვნენ და ემსახურათ სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში, სადაც ხალხს ნოტარიუსი სჭირდება, არ გაამართლა. რაკი არ გვესმის ზეპირი შეთანხმებები, შემოვა კანონით ვალდებულება, რომ ახლადდანიშნული ნოტარიუსი წავა და მოემსახურება ხალხს პირველი სამი წელი მთაში და იქ, სადაც არ არის ნოტარიუსები. სამი წლის მერე ისინი იქნებიან თავისუფალი და სადაც უნდათ იქ გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ნოტარიატის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტზე, რომლის თანახმადაც, ახლადდანიშნული ნოტარიუსი პირველი სამი წლის განმავლობაში იმუშავებს მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე დასახლებაში ან ისეთ დასახლებაში, სადაც სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის.

კომენტარები