კრიმინალი

ყვარელში, ურთიერთშელაპარაკებისას, ქმარმა ცოლი დანით მოკლა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ყვარელში ქმარმა ცოლი დანით მოკლა. სამართალდამცველებმა 1963 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი შალვა ს. ოჯახში მომხდარი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელში, ურთიერთშელაპარაკებისას, მეუღლეს - 1965 წელს დაბადებულ ლალი თ-ს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი ქალბატონი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, შალვა ს. მომხდარიდან რამდენიმე წუთში, სოფელ ახალსოფლის ავტოსადგურში იმ დროს დააკავეს, როდესაც ის მიმალვას ცდილობდა. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს", - აცხადებს შსს.

გამოძიება ოჯახში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-108-ე მუხლით).

კომენტარები