რა საპანიკო გახდა, რომ იქნება [ეროვნული ბანკის] რაღაც გარკვეული კონტროლი?... იმიტომ, რომ მას [გიორგი ქადაგაძეს] სადღაც თებერვლამდე აქვს ვადა და... კი, იყო აზრი, რომ იმპიჩმენტი გამოცხადებულიყო არასწორი მოქმედებისთვის, რაც საზოგადოებას და ხალხს მოხვდა. მაგრამ ეს პროცედურა გრძელია, ამასობაში ვადაც უთავდებოდა. რომ არ იყოს ზედმეტი ლაპარაკები, მერე ალბათ, რომ დაამთავრებს ეს მოღვაწეობას, გაკეთდება შემოწმება მისი საქმიანობის, შეისწავლიან ორგანოები სწორი იყო თუ არა... ამაზე პედალირება არ არის სწორი, ყველას მოხვდა ლარის კურსის ასე დაცემა, ყველამ განვიცადეთ, ამიტომ, თუ ვინმემ დააშავა, რა პოლიტიკური ისაა? ჩვეულებრივი ამბავია, ხო? მოხდა რაღაცა, 200%-ით გაიზარდა ზოგ ქვეყანაში, აქ კიდევ ჩვენ ამ ჩვენი წვალებით და იმით რაღაცნაირად შევინარჩუნეთ, როცა დავიწყეთ ამ ეროვნული ბანკის სერიოზული შემოწმება და კრიტიკა. იყოს ახლა, შემოწმდეს რა, ვინ უშლის ხელს. იქნება კონტროლის ქვეშ და იყო პრაქტიკულად უკონტროლოდ.
tbl.ge/md6
დაკოპირდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოგი თოფაძე ეროვნულ ბანკისგან საბანკო ზედამხედველობის გამოყოფაზე.
ამავე თემაზე
- არ წარმოადგენენ ჩვენს მიერ რეგულირებულ სუბიექტებს - სებ დასანქცირებულ კომპანიებზე
- სებ: 60+ ადამიანების თაღლითობისგან დასაცავად სპეციალური ზომები დაინერგება
- თურნავა: ველოდებით, რომ ჩინურ ბანკებთან ჩვენი თანამშრომლობა უფრო გაძლიერდება
- სებ-სა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა – სებ
- რა ხდება "ღია ბანკინგზე" – თენგო კირთაძის კომენტარი




