შინაპატიმრობა

სამინისტრო შინაპატიმრობის უზრუნველსაყოფად 200 სამაჯურს შეიძენს

სასჯელაღსრულების სამინისტრო სასჯელის მოხდის ახალი ფორმის - შინაპატიმრობის უზრუნველსაყოფად 200 სამაჯურს შეიძენს. აღნიშნულის შესახებ მინისტრმა კახა კახიშვილმა პრემიერმინისტრს აცნობა. სამაჯურებით თავდაპირველად არასრულწლოვნები ისარგებლებენ. 

"შინაპატიმრობა უნდა ამოქმედდეს 2015 წლის სექტემბრიდან. აქედან გამომდინარე, დავადგინეთ კომპანია, რომელიც აწარმოებს და 30 ქვეყანაში ამუშავებს ელექტრონულ სამაჯურებს შინაპატიმრობის უზრუნველსაყოფად. უკვე გვქონდა მასთან მოლაპარაკებები. აღნიშნული საკანონმდებლო ნორმის უზრუნველყოფის მიზნით თავდაპირველად ვგეგმავთ შევიძინოთ 200 ერთეული შესაბამისი სამაჯური თავისი სერვერებით და მომსახურებით. ეს იქნება ახალი ეტაპი მართლმსაჯულების სფეეროში, რადგან მსგავსი მექანიზმი პირველია რეგიონში. სამაჯურების დამკვიდრება მნიშვნელოვნად შეამცირებს შემდგომში პატიმრების რაოდენობას", - აღნიშნა კახიშვილმა.

მინისტრის თქმით, სამაჯურები 520 000 ამერიკული დოლარი ჯდება.

კომენტარები