აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვრიდან 56 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, მიწისძვრის მაგნიტუდა 5,8 იყო, ხოლო ეპიცენტრი – აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. ბიძგები საქართველოში თბილისის დროით 8:50 საათზე დაფიქსირდა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრი ამ დროისთვის მონაცემებს ამუშავებს, რათა დადგინდეს, რა სიმძლავრის ბიძგები იყო საქართველოში.





