ევრაზიული კავშირის თემა

ბოკერია კვირიკაშვილის განცხადებაზე: ივანიშვილს უნდა ევრაზიას ყური მიგვაჩვიოს

ორი დღეა გვესმის მაიმუნობა და ამ მაიმუნობით გამოძრომის მცდელობა ამ ფრაზის ახსნისას. ეს არის უკეთეს შემთხვევაში არაკომპეტენტურობა, უარეს შემთხვევაში ოლიგარქი ივანიშვილის კაპრიზი, რომ ყური უნდა მიგვაჩგვიოს ამ ფრაზას და ორივე შემთხვევაში გვაქვს პრობლემა. კეთილი ინებონ და თქვან, როცა მაგრამს აყოლებ, რა შეიცვალა, რა არის სიახლე? ეკონომიკური ურთიერთობა ჩინეთთან ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო საქართველოსთვის. ახლა აღმოაჩინეს ეს?

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო მდივანი, გიგა ბოკერია, საგარეო საქმეთა ახალი მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე.

კომენტარები