NATO-ს გენერალური მდივნის ვიზიტი და პირველ წიგში საწვრთნელი ცენტრის გახნა არის ძალიან კარგი მოვლენა, მაგრამ არასაკმარისი ჩვენი უსაფრთხოების არსებითი წინსვლისთვის. ჩვენ გვჭირდება ბევრად უფრო კონცენტრირებული, კომპენტენტური და ენერგიული დიპლომატიური მუშაობა, მაგრამ სამწუხაროდ, არ გვყავს მთავრობა და პრემიერმინისტრი, რომელიც არაორაზოვნად და ენერგიულად იმუშავებდა ამ მიმართულებით. ეს მცირე დეტალებითაც კი ჩანს, ზედაპირზე რაც არის - პრემიერმინისტრს ავიწყდება ხოლმე საერთოდ ბრიფინგზე NATO-ში წევრობის ამოცანის გარკვევით ხსენება, მაგრამ ამაზე უფრო ღრმა პრობლემაა ყოველდღიურ მუშაობაში, სადაც ჩვენი მთავრობა პრაქტიკულად არ მუშაობს ან წინააღმდეგობრივ გზავნილს უშვებს ჩვენს საუკეთესო მოკავშირეებთან და ხშირად ცრუ გზავნილს უშვებს, რომ დაალაგეს ურთიერთობები რუსეთთან და რომ დიდი პროგრესი და წარმატება აქვთ. ეს გზავნილი სრულ წინააღმდეგობაშია როგორც რეალობასთან, ისე ჩვენს მიზნებთან.
tbl.ge/xpi
დაკოპირდა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა გიგა ბოკერიამ NATO-ს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტი შეაფასა.
ამავე თემაზე
- ბოჭორიშვილი NATO-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელს, ელჩ კევინ ჰამილტონს შეხვდა
- პრობლემა NATO-შია, თავის პასუხისმგებლობაზე იფიქროს – პაპუაშვილი ანგარიშზე
- შარმანაშვილი NATO-ზე: უმადურია, დიახ
- რუტე: გულუბრყვილო არ ვარ იმის შესახებ, რაც საქართველოში ხდება
- ვინიკოვი: ჰააგაში საქართველოსთან პარტნიორობის ფორმატები არ იქნება დღის წესრიგში




