NATO-საქართველო

NATO-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი გაიხსნა

ეროვნულ სასწავლო ცენტრ კრწანისის ტერიტორიაზე, NATO-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი გაიხსნა. 
ცენტრი ოფიციალურად NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა და საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნეს. 

ცერემონიალის ფარგლებში იენს სტოლტენბერგი საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ ასეულს შეხვდა, რომელიც NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალებისთვის გადამზადდა. 

წვრთნისა და შეფასების ცენტრის დაარსება უელსის სამიტზე მიღებული NATO-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის ფარგლებში იყო გათვალისწინებული. 

კომენტარები