NATO-საქართველო

სტოლტენბერგი: უფრო მეტად ვხედავთ საქართველოს NATO-ში და NATO-ს საქართველოში

საქართველო გახლავთ მტკიცე და სანდო წვლილის შემტანი ჩვენი უსაფრთხოების სფეროში. ჩვენი ჯარები უკვე მრავალი წლის განმავლობაში გვერდიგვერდ იმყოფებიან, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე დიდი წვლილის შემტანია ავღანეთის მისიაში, რომელიც მსხვერპლთან არის დაკავშირებული და, რომელიც მრავალმა ქართველმა მოსამსახურემ და მათმა ოჯახებმა გაიღო. ჩვენ ამ მსხვერპლს პატივს მივაგებთ და მადლიერებას გამოვხატავთ. ჩვენი თანამშრომლობა უკვე ამდენ წელს ითვლის და საქართველოს შეიარაღებულ ძალებს დახმარებას უწევს, აამაღლოს თავისი კვალიფიკაცია. უფრო მჭიდროდ ითანამშრომლოს ალიანსის წევრებთან, ვიდრე აქამდე. დღეს დამატებით ვაღრმავებთ ამ თანამშრომლობას. გაერთიანებული წვრთნების და შეფასების ცენტრის გახსნა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება და დამატებით კიდევ უფრო გააღრმავებს ჩვენს მჭიდრო თანამშრომლობას, საქართველოს ბრძოლისუნარიანობას აამაღლებს და თანამედროვეს გახდის... არსებით პაკეტს, რომელზეც გადაწყვეტილება გასულ წელს არის მიღებული, ხელშესახები შედეგები უკვე აქვს. ჩვენ ჩავატარეთ პირველი გაერთიანებული წვრთნები NATO-ს წევრებსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის. NATO-ს მოკავშირე ქვეყნები თავდაცვის მინისტრების დონეზე ძალიან აქტიურად მუშაობენ თქვენი ქვეყნის თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების დასახმარებლად. ახლა უფრო მეტად ვხედავთ საქართველოს NATO-ში და NATO-ს საქართველოში.

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები