უნდა დავასკვნათ, რომ ეს არის აჟიოტაჟი, რომელიც უნდა მოიხსნას და ადრე თუ გვიან, მოიხსნება კიდეც. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ეს მალე გადაივლის. ასეთია ეროვნული ბანკის ვარაუდიც, ამიტომ მინდა მოსახლეობას მივმართო, რომ სიმშვიდე შეინარჩუნოს. მინდა ჩვენს მოქალაქეებს და ბიზნესმენებს ვუთხრა, ნუ აჰყვებიან მედიასაშუალებებს, მათ მიერ შექმნილ აჟიოტაჟს და ქაოსს და უპასუხისმგებლო ექსპერტებისა და პოლიტიკოსების გამონათქვამებს. ოფიციალური ინფორმაცია მომდინარეობს მთავრობისა და ეროვნული ბანკისგან. გთხოვთ, დაეყრდნოთ ამ ინფორმაციას და არა ვიღაც გაუგებარ, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებსა და ექსპერტებს, რომლებიც ყველაფრის ექსპერტები არიან.
tbl.ge/yrd
დაკოპირდა

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ლარის მორიგ გაუფასურებას მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა.
ამავე თემაზე
- ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა – 1 სექტემბრის ვაჭრობის შედეგები
- ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა – 24 ივნისის ვაჭრობის შედეგები
- ლარი დოლართან და ევროსთან ისევ გაუფასურდა – 1 ივნისის ვაჭრობის შედეგები
- ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში დოლარის ყიდვა 3.10 თეთრამდე გაძვირდა, ევროსი – 3.34-მდე
- ლარი დოლართან 8.3 თეთრით გამყარდა, ევროსთან – 7.5 თეთრით




