არაფორმალურ ვითარებაში გიორგი ქადაგიძეს ნოდარ ხადურსა და ნოდარ ჯავახიშვილთან ერთად არაერთხელ შევხვდით. ბოლო შეხვედრაზე შევთანხმდით კიდეც, რომ რეფინანსირების სესხები შეთანხმებულად გაიცემოდა, თუმცა გიორგი ქადაგიძემ ეს პირობა მეორე დღესვე დაარღვია. სიმართლე გითხრათ, ჩვენთან საუბრისას ის გულწრფელიც კი მომეჩვენა, მაგრამ, როგორც ჩანს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დღემდე ნაციონალური მოძრაობის მძევალია და მას სხვადასხვა კომპრომატით აშანტაჟებენ. შესაძლოა, ადეკვატური ქმედების შესაძლებლობას სწორედ მისი თანაგუნდელები არ აძლევენ. ამაზე მხოლოდ ვარაუდის დონეზე შეგვიძლია საუბარი, რადგან არც ერთ ნდობით აღჭურვილ სახელმწიფო ორგანოს ეროვნული ბანკის ქმედებებზე ინფორმაციული წვდომა არა აქვს, რადგან ზედამხედველობის სამსახური უშუალოდ გიორგი ქადაგიძეს ექვემდებარება.
tbl.ge/iu1
დაკოპირდა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური კვირის პალიტრის კითხვაზე - "ხელისუფლებამ რა გააკეთა იმისთვის, რომ ეროვნულ ბანკთან კომუნიკაცია შემდგარიყო და ლარის სტაბილურობაზე ერთობლივად გეზრუნათ?".
ამავე თემაზე
- არ წარმოადგენენ ჩვენს მიერ რეგულირებულ სუბიექტებს - სებ დასანქცირებულ კომპანიებზე
- სებ: 60+ ადამიანების თაღლითობისგან დასაცავად სპეციალური ზომები დაინერგება
- თურნავა: ველოდებით, რომ ჩინურ ბანკებთან ჩვენი თანამშრომლობა უფრო გაძლიერდება
- სებ-სა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა – სებ
- რა ხდება "ღია ბანკინგზე" – თენგო კირთაძის კომენტარი




