ეროვნული ბანკი

მეჭიაური: ქადაგიძის ინტერესებში ლარის კურსის სტაბილურობა არ შედის

გიორგი ქადაგიძის გასული კვირის განცხადებების გაანალიზებაც საკმარისია, რომ მივხვდეთ - ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ინტერესებში ლარის კურსის სტაბილურობა არ შედის. პირიქით, მან მოსახლეობას, ფაქტობრივად, მოუწოდა, შემოდგომისთვის ლარი უფრო გაუფასურდება და დოლარი სასწრაფოდ შეიძინეთო, არადა, ელემენტარული ინტერვენციით შეეძლო საზოგადოებაში პანიკა არ გამოეწვია. ლარის გაუფასურების პროცესს ვეტოს დადებით პრეზიდენტმაც ხელი შეუწყო და საზოგადოებისთვის საზიანო სხვადასხვა მანიპულაციისთვის ქადაგიძეს მეტი დრო მისცა. 

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური­ კვირის პალიტრასთან ინტერვიუში.

კომენტარები