თბილისის ნაწილს დღეს ელექტროენერგია დროებით შეუწყდება

თბილისის რამდენიმე რაიონს, დღეს დაგეგმილი სამუშაოების ჩატარების გამო, ელექტროენერგია დროებით შეუწყდება. 

თელასის ცნობით, სამგორის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, II, III, IIIა, IV მიკრორაიონების, ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის, ჯავახეთის, კალოუბნის, აბაშვილის, მაისურაძის, გახოკიძის და კუპრაძის ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების, კახეთის გზატკეცილის და იუმაშევის ქუჩის მაცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, სოფელ დიღმის, დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, გელოვანის გამზირის, პეტრიწის, სარაჯიშვილის, იასამნის და გოძიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ჩიტაძის ქუჩის მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის, თაბუკაშვილის, ასათიანის და აბაშიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დიღმის მასივის I კვარტლის მცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება გორგასლის და ნადიკვარის ქუჩების მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება ჩიტაიას, ანაკლიის, სულუხიას და ერისთავის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების X კვარტლის და თემქის დასახლების XI მიკრორაონის I კვარტლის მცხოვრებლებს.

გლდანში კი, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ელექტროენერგია შეუწყდებათ გლდანის I, II, IV მიკრორაიონების და ხიზანიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზანდუკელის, კოსტავას და ძმები კაკაბაძეების ქუჩების მცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები