ინტოქსიკაციის შემთხვევა ყვარელში

ყვარელში 80-ზე მეტი პაციენტი, სავარაუდოდ, წყლით მოიწამლა

ყვარელში, სავარაუდოდ, სასმელი წყლით ინტოქსიკაციის მიზეზით საავადმყოფოს 80-ზე მეტმა პაციენტმა მიმართა. ამ დროისთვის ყვარლის რაიონულ საავადმყოფოში 32 პაციენტი რჩება, რამდენიმე კი თელავის საავადმყოფოში მკურნალობს. ადგილზე ჯანდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლები იმყოფებიან. სამინისტრო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ სასმელი წყალი ონკანის მოშვებიდან მინიმუმ 10 წუთის შემდეგ დალიონ.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, რომ მათ წყლის ხარისხის შესამოწმებლად სინჯები უკვე აიღეს და 24 საათში გახდება ცნობილი, იყო თუ არა მოწამვლის მიზეზი წყლის ხარისხი.

კომენტარები