თბილისის მერია

მერია: სადარბაზოს დეზინფექციის მოტივით მოსულ უცხო პირებს ფულს ნუ გადაუხდით

თბილისის მერიის განცხადებით, მერიაში არ მუშაობენ მოქალაქეები, რომლებიც სადარბაზოს დეზინფექციის მოტივით მოსახლეობას ფულს სძალავენ.

"თბილისში გამოჩნდნენ მოქალაქეთა ცალკეული ჯგუფები, რომლებიც სადარბაზოების დეზინფექციის მოტივით მოსახლეობას ფულს სძალავენ.

გვინდა განვაცხადოთ, რომ ეს ადამიანები არ არიან თბილისის მერიის თანამშრომლები და მოვუწოდებთ მოსახლეობას, არ გადაუხადონ თანხა უცხო პირებს,"– აცხადებს მერია.

კომენტარები