მაღალი ტემპერატურა

გარემოს ეროვნული სააგენტო: 30-31 ივლისს ჰაერის ტემპერატურა 39 გრადუსს მიაღწევს

telegraph.co.uk

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30-31 ივლისს საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს. 

"30-31 ივლისს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე მოსალოდნელია უნალექო ამინდი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობსა და ბარში მოიმატებს +38, +39 გრადუსამდე, შავი ზღვის სანაპირო ზოლში- +31, +33 მდე.

1 აგვისტოს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში კვლავ შენარჩუნდება უნალექო ამინდი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობსა და ბარში მოიმატებს +37, +38 გრადუსამდე, შავი ზღვის სანაპირო ზოლში- +30, +32 -მდე", - წერია განცხადებაში.

კომენტარები