ზვიად ქორიძე ბობოხიძის ძმის შეწყალებაზე: გაუგებარია, რამ გამოიწვია აჟიოტაჟი

http://pirveliradio.ge

შეწყალების კომისიის თავმჯდომარის ზვიად ქორიძის თქმით, მისთვის გაუგებარია, თუ რატომ მოჰყვა ასეთი აჟიოტაჟი აკაკი ბობოხიძის ძმის ლევან ბობოხიძის შეწყალებას, რადგანაც საქმის განხილვის დროს ყველა კრიტერიუმი დაცული იყო. დღეს საქართველოს პრეზიდენტს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, აკაკი ბობოხიძის ძმის შეწყალების გამო პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნაციონალური პრეზიდენტი უწოდა.

''შეწყალების კომისიამ სხდომაზე შემოსული განცხადებები განიხილა ყველა კრიტერიუმის გათვალისწინებით, ამის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება და რეკომენდაცია შესთავაზა პრეზიდენტს. აქედან გამომდინარე, ჩემთვის ცოტა გაუგებარია, რატომ გამოიწვია ერთმა კონკრეტულმა გადაწყვეტილებამ საზოგადოებაში ასეთი აჟიოტაჟი. მე შემიძლია ვთქვა, რომ ყველა კრიტერიუმი იყო დაცული ზუსტად და გადაწყვეტილება მიღებულ იქნა კომისიაზე ერთხმად, ამის მერე კი დადებითი რეკომენდაცია შევთავაზეთ პრეზიდენტს.''- განაცხადა ზვიად ქორიძემ.

 

კომენტარები