ე.წ. საზღვარი

ლატვია: ე.წ. საზღვრთან ბანერების განთავსება შემაშფოთებელია

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების განთავსებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს და განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მსგავსი ქმედებები არის პროვოკაციული, უარყოფით გავლენას ახდენს რეგიონში უსაფრთხოების მხრივ არსებულ ვითარებაზე, უფრო ართულებს კონფლიქტის აღმოფხვრას და იქ მცხოვრებ ადამიანებს მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების შესაძლებლობას უზღუდავს.

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ ყველა მხარემ თავი უნდა შეიკავოს ნებისმიერი პროვოკაციული ქმდებებისგან და მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები. ლატვია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მიიჩნევს, რომ დისკუსიები ჟენევის ფორმატში უნდა გაგრძელდეს იმისათვის, რათა კონფლიქტიდან გრძელვადიანი გამოსავალი მოიძებნოს.

 

კომენტარები