მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, "მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ" კანონის ზოგიერთი მუხლი 2017 წლის მაგივრად, 2016 წელს ამოქმედდება. ამის შესახებ სამუშაო თათბირზე შეთანხმდნენ, რომელიც საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე და პარლამენტის წევრები, რომლებიც აღნიშნულ კანონპროექტზე მუშაობენ.
ადმინისტრაციის ცნობით, სამუშაო თათბირს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ამაშუკელი დაესწრო.





