გუზირი: საყვარელიძის წინააღმდეგ უკრაინაში სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა

primetimenews.ge

დავით საყვარელიძის წინააღმდეგ უკრაინაში სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული Unian, გენპროკურორის მოვალეობის შემსრულებელ ვლადიმირ გუზირზე დაყრდნობით ავრცელებს.

გუზირის განცხადებით, მასსა და უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე დავით საყვარელიძეს შორის კონფლიქტი არ არის.

"რაიმე სახის კონფლიქტი ჩემსა და კოლეგიის სხვა ნებისმიერ წევრს შორის არ არსებობს. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს ჩემი ბრძანებით დაიწყო საყვარელიძის წინააღმდეგ გამოძიება, სიმართლეს არ შეესაბამება", - განაცხადა გუზირმა.

შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დავით საყვარელიძის წინააღმდეგ უკრაინის პროკურტურაში გუზირის ინიციატივით საქმე აღიძრა.

 

კომენტარები