ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია

ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია დღეიდან იწყება

თბილისის მერია

ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია დღეიდან იწყება. თბილისის მერის დავით ნარმანიას ინფორმაციით, თავდაპირველად სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვები, ასევე ჩვილ ბავშვთა სახლების ბენეფიციარები დარეგისტრირდებიან. მეორე ეტაპი კი 8 ივლისიდან დაიწყება და მასში უკვე ყველა სხვა დანარჩენი კატეგორიის ბავშვები ჩაერთვებიან.

"დღეს 13:00 საათიდან რეგისტრაციას გაივლიან სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილები. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ფილიალის ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები, სპეციალური საჭიროების მქონე ოჯახის შვილები და ასევე იმ ოჯახის შვილები, რომელთა ერთი ან მეტი ბავშვი უკვე სარგებლობს საბავშვო ბაღის მომსახურებით. დღეიდან ასევე დარეგისტრირდებიან სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახის შვილები. მეორე ეტაპი დაიწყება 8 ივლისის 13:00 საათიდან და რეგისტრაციას გაივლიან ყველა სხვა დანარჩენი კატეგორიის ბავშვები", - თქვა ნარმანიამ.

კომენტარები