მსოფლიო ფასეულობების კვლევა

WVS: 55.8%-ის აზრით, მამაკაცები ქალებზე უკეთესი პოლიტიკური ლიდერები არიან

World Values Survey

2014 წლის მსოფლიო ფასეულობათა კვლევის (World Values Survey) ახალი ტალღის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 46% მიიჩნევს, რომ როდესაც სამუშაო ადგილები არასაკმარისია, მამაკაცებს მეტი უფლება უფრო უნდა ჰქონდეთ, ვიდრე ქალებს. აღნიშნულ მოსაზრებას არ ეთანხმება 44.1%.

გამოკითხულთა 83.4%-ის აზრით, როდესაც სამუშაო ადგილები არასაკმარისია, საქართველოს მოქალაქეებს იმიგრანტებთან შედარებით უპირატესობა უნდა მიენიჭოთ.

კვლევის შედეგებით, გამოკითხულთა 55.8% თვლის, რომ მამაკაცები ქალებთან შედარებით უკეთესი პოლიტიკური ლიდერები არიან. 50%-ზე მეტი კი მიიჩნევს, რომ მამაკაცი უკეთესად ხელმძღვანელობს ბიზნესს, ვიდრე ქალი.

დიასახლისობა ისეთივე კმაყოფილებას აგრძნობინებს ქალს, როგორც ანაზღაურებადი სამსახურის ქონა - 50.2%, ამ მოსაზრებას არ ეთანხმება 43.8%.

 

კომენტარები