მამათელაშვილი: ტარიფების სუბსიდირება მეტად ეხმარება მდიდარს, ვიდრე ღარიბს

ტარიფების სუბსიდირება ბიუჯეტიდან დაფინანსების მეთოდით არ მიმაჩნია მიზანშეწონილად რამდენიმე მიზეზის გამო. ამბობენ, რომ გაჭირვებულ მოსახლეობას დახმარება სჭირდება. იმ მეთოდით სუბსიდირება, რომ ტარიფი შეკავდეს და ბიუჯეტმა ეს სხვაობა მთლიანად გადაიხადოს, კარგ მიზანს არ ემსახურება. რეალურად, როდესაც ხდება პირდაპირი სუბსიდირება, ეს უფრო მეტად ეხმარება მდიდარ ადამიანებს, ვიდრე ღარიბევს, იმიტომ, რომ მდიდარი ადამიანები გაცილებით მეტ ელექტროენერგიას მოიხმარენ, - მათ უფრო დიდი სახლი აქვთ, უფრო მეტი გათბობა სჭირდებათ, მეტი მოწყობილობა-დანადგარები აქვთ და როდესაც კილოვატ-საათის ტარიფი არის დაბალი, ისინი ბევრად მეტ შეღავათს და მეტ თანხას იღებენ ბიუჯეტიდან, ვიდრე ღარიბი მოსახლეობა, რომელიც ბევრად ნაკლებ ელექტროენერგიას წვავენ, რაც თანხობრივად უფრო მცირეა. ანუ სამართლიანობის კუთხით ეს სწორი მიდგომა არ არის სახელმწიფოს მხრიდან, რადგან შესაძლოა უფრო იაფიც დაჯდეს, თუ ამ თანხას მისცემენ ღარიბს და შემდეგ ის ეკონომიურად მოიხმარს. და მეორე, ეს ელექტროენერგიის ეკონომიურ მოხმარებას არ უწყობს ხელს. საფეხურებრივი ტარიფიც რომ გაკეთდა, ერთ-ერთი მიზეზი იყო რომ შეღავათი ჰქონოდა ღარიბს, ვინც ნაკლებს მოიხმარს. და კიდევ ერთი, როცა ხდება საბაზრო პრინციპიდან გადახვევა, ყოველთვის იწყებს უარყოფით განწყობას ინვესტიციების კუთხით, ამ ინდუსტრიის მიმართ

 

ენერგეტიკოსი არჩილ მამათელაშვილი ტაბულას გადაცემა თეორემაში სტუმრობისას, ელექტროენერგიისა და გაზის ტარიფების შესაძლო სუბსიდირების შესახებ

კომენტარები