საბერძნეთი

გოცირიძე: საბერძნეთის ხელისუფლების ნაბიჯები გავს ქართული ოცნების ნაბიჯებს

რაღაცით საბერძნეთის ხელისუფლების ნაბიჯები გავს ქართული ოცნების ნაბიჯებს. ძალიან საინტერესოა სოციალური ვალდებულებების თემა - ალბათ მაყურებელი უყურებს და ამბობს, ეს კომუნიზმია ხო? კი მაგრამ, თუ ასეთი პენსიებია, თუ ასეთი უფასო ჯანდაცვაა, ხომ არსებობდა ეს ქვეყანა აქამდე. აი ეს არის პარადოქსი, როგორ მოვიდა ეს ქვეყანა აქამდე უზარმაზარი სოციალური პაკეტებით. ნუ დაგვავიწყდება, რომ საბერძნეთში არის სახელმწიფო რელიგია და სასულიერო პირებიც კი ღებულობენ ბიუჯეტიდან ხელფასს. იქ მღვდელი სახელმწიფო მოხელეა. 11 ათას ადამიანს უხდის ხელფასს, 180 მილიონს აძლევს ბიუჯეტი ეკლესიას და გარდა ამისა მათ აქვთ უამრავი ბიზნესი, უამრავი საწარმოები, უზარმაზარი რაოდენობის მიწა, უამრავი საგადასახადო შეღავათი, ანუ ეს არის შეღავათების სისტემა ყველა სფეროში, ბიზნესის სფეროში, ეკლესიიდან დაწყებული დამთავრებული სხვადასხვა ტიპის შეღავათებით. ერთი უცნაური მაგალითი - თურმე სახელმწიფო მოხელეს, თუ ყავს ქალიშვილი, რომელიც არ არის გათხოვილი და გარდაიცვალა სახელმწიფო მოხელე, არ აქვს მნიშვნელობა ქალია თუ კაცი, მისი პენსია, რომელიც დაახლოებით 1500 ევრომდეა გადაეცემა შვილს. თუ არის გაყრილი და გაშორებული, ამ შემთხვევაშიც გადაეცემა შვილს. ევროპელები გიჟდებიან, აბსურდია და ასეთი ადამიანები, რომლებიც ღებულობენ სახელმწიფო მოხელე მშობლების პენსიას ყოფილა 40 ათასი ადამიანი... პარლამენტი ამტკიცებს ცენტრალური ბანკის მოხსენებას და როგორც ჩვენთან არ მიიღო პარლამენტმა და უარყოფითად შეაფასა, ასევე ანალოგიურად საბერძნეთის პარლამენტმა ეროვნული ბანკის მუშაობა შეაფასა უარყოფითად. ეს სქემები ერთმანეთს ემთხვევა, პოპულიზმი, რუსეთთან თამაში, ციპრასი პუტინს შეხვდა, საუბარია ნავთობსადენის გაყვანაზე და ფაქტობრივად რუსეთს უნდა ხელში ჩაიგდოს საბერძნეთი და შემდეგ სანქციების გაუქმებაში მას მონაწილეობა მიაღებინოს. და საბერძნეთის ხელისუფლება იწყებს ორმაგ თამაშს, ერთი მხრივ ეთამაშება რუსეთს, მეორე მხრივ ევაჭრება ევროკავშირს და ეს არის ძალიან რთული თამაში, იმიტომ, რომ ცალსახად ჩამოყალიბდა, რომ ის უარყოფითი ეფექტი, რაც საბერძნეთის ევროზონიდან გაძევებით შეიძლება წარმოქმნილიყო, მათ უკვე სათადარიგო სვლები მოამზადეს

ეკონომისტი, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი საბერძნეთში ეკონომიკურ კრიზისზე

კომენტარები