ბაქო 2015

ბექა ლომთაძემ ბაქოში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ბაქო 2015

18 ივნისს, ბაქოში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე ბექა ლომთაძემ, 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ქართველი ფალავანი ფინალურ შეხვედრაში რუს ალექსანდრ ბოგომაევთან 8:13 დამარცხდა.

მანამდე კიდევ ერთი ქართველი მოჭიდავე დავით ტლაშაძე მესამე ადგილისთვის შეხვედრაში, მასპინძელ რუსლან დაბირგაჟიევთან 2:6 დამარცხდა და მეხუთე ადგილს დასჯერდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ვერცხლის მედალი ელიზბარ ოდიკაძემ მოიპოვა, ჯუმბერ ყველაშვილის ანგარიშზე კი ბრინჯაოა.

კომენტარები