ვერეს ხეობა

კალაძე ვერეს ხეობის ახალ გზაზე: არ არის მიზანშეწონილი, ვინმეს რამე დავაბრალოთ

ახალი გზა, რომელიც იქნა გაკეთებული და ძალიან ბევრს საუბრობენ იმაზე, თითქოს სტიქია, რომელიც დედაქალაქს თავს დაატყდა, გამოწვეული იყო ამ ახალი ავტომაგისტრალის გაკეთების გამო, იმ ახალი გვირაბების გამო, რომელიც იქნა წინა ხელისუფლების დროს გაკეთებული, ამას, რა თქმა უნდა, შესწავლა სჭირდება. მე არ ვეთანხმები იმ მოსაზრებებს, როდესაც ძალიან ბევრი ადამიანი სპეკულირებდა, გამოდიოდა, იძახდა, რომ ეს ყველაფერი არის წინა ხელისუფლების ბრალი, წინა მერის ბრალი. ბევრი იყო ისეთი ადამიანი, ვინც საუბრობდა, თითქოს ეს ყველაფერი დავით ნარმანიას ბრალი იყო და სტიქია, რომელიც თავს დაგვატყდა, დღევანდელი ხელისუფლების ბრალია. ნამდვილად არ ვიზიარებ ამას, არ ვეთანხმები კატეგორიულად. წინა ხარვეზებს რაც შეეხება, თუ ჩვენ არ გვაქვს უკვე დადასტურებული კვლევები, იქ მთელი სამუშაოებია ჩასატარებელი, მე ვფიქრობ, არ არის მიზანშეწონილი, ჩვენ ვინმეს რაიმე დავაბრალოთ. მე მხედველობაში მაქვს წინა ხელისუფლება. მათ თავიანთი ცოდვები ეყოფათ, რაც ცუდი გააკეთეს.

 

 

ვიცეპრემიერი კახა კალაძე ვერეს ხეობის ახალ გზაზე ტელეკომპანია იმედის ეთერში.

კომენტარები