სტიქია თბილისში

ამინდის მოსალოდნელი გაუარესების გამო, ვერეს ხეობაში ევაკუაცია გამოცხადდა

მდინარე ვერეს ხეობასა და ზოოპარკში გაწმენდითი სამუშაოები დროებით შეჩერდება. თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა ავთანდილ სუდაძემ მიზეზად ამინდის მოსალოდნელი გაუარესება დაასახელა. მისი თქმით, უსაფრთხოების მიზნით, ვერეს ხეობაში ევაკუაცია გამოცხადდა და სტიქიის ზონიდან ტექნიკა, ასევე, ადგილზე მომუშავე ხალხი გამოჰყავთ.

სუდაძის ინფორმაციით, მოსალოდნელია ძლიერი წვიმა. აეროპორტის ტერიტორიაზე სეტყვა უკვე დაიწყო. 

13-14 ივნისის ღამეს 5-საათიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად, წყნეთი-ბეთანიის გზაზე მეწყერი ჩამოწვა და მდინარე ვერე ადიდდა. ნიაღვარმა 17 ადამიანი იმსხვერპლა, ხუთი დაკარგულად ითვლება. თბილისის რამდენიმე უბანში ინფრასტრუქტურა მთლიანად განადგურდა. დატბორილია საცხოვრებელი სახლები, განადგურებულია თბილისის ზოოპარკი და სავალი გზები. თბილისის ზოოპარკიდან ცხოველები გაიქცნენ, რომელთა დიდი ნაწილის ლიკვიდაცია მოხდა.

კომენტარები