სტიქია თბილისში

ზოოპარკის ტერიტორიაზე ოთხი გარდაცვლილი იპოვეს

გოგა სულაძე

ზოოპარკის ტერიტორიაზე ოთხი ცხედარი იპოვეს.

ზოოპარკის დირექტორის ზურაბ გურიელიძის განცხადებით, ოთხი გარდაცვლილიდან სამი ზოოპარკის თანამშრომელია. დაღუპულთა შორის არის გულიკო ჭიტაძე და მის მეუღლე. რაც შეეხება მეოთხე ცხედარს, გურიელიძის განმარტებით, ეს არის ახალგაზრდა გოგონას ცხედარი, რომელიც არ იყო ზოოპარკის თანამშრომელი და სავარაუდოდ მისი ცხედარი მოვარდნილმა წყალმა ზოოპარკის ტერიტორიაზე გამორიყა.

ზოოპარკის უდიდესი ნაწილი წყლითა და ნაშალი მასალითაა დაფარული. ვოლიერების უდიდესი ნაწილი განადგურებულია. 

თბილისის ზოოპარკში ტერიტორიაზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დროისთვის დასრულებულია.

კომენტარები