სტიქია თბილისში

თელასი: სტიქიის გამო, 22 000 აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება

კომპანია თელასის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად ჩუღურეთისა და დიდუბის რაიონის 22 000 მომხმარებელს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
თელასის განცხადებით, სტიქიის შედეგად დაზიანებულ მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზებზე "ვერა1" და "ვერა2" მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

"წყლის დონის დაწევის შემდეგ მოხერხდა ადგილის დათვალიერება და ავარიის დადგენა. ამჟამად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, ტექნიკური სამსახური მობილიზებულია და მიმდინარებს სამუშაობი ავარიის ლიკვიდაციისთვის. მაღალი ძაბვის გამაცემი ხაზები "ვერა1" და "ვერა2" ელეტროენერგიით ამარაგებს თბოელექტროცენტრალის გავლით ჩუღურეთისა და დიდუბის მოსახლეობის ნაწილს" - აცხადებენ თელასში და აღნიშნავენ, რომ რთული რელიეფური და სტიქიის შედეგად გამოწვეული პირობების გამო გაძნელებული იყო სამუშაოების წარმოება. 

"კომპანიის ტექნიკური სამსახური მობილიზებულია და აწარმოებს ინტენსიურ სამუშაოებს ავარიის ლიკვიდაციისათვის. სამუშაოები დღის ბოლომდე დასრულდება და ელექტროენერგიის მიწოდება ყველა მომხმარებელს აღუდგება", - აცხადებენ თელასში.

 

კომენტარები